Excel მაკროები და ავტომატიზაცია
ვამცირებთ განმეორებით ხელით მოქმედებებს VBA მაკროებითა და ავტომატიზებული სამუშაო ფაილებით, რათა ყოველდღიური ოპერაციები უფრო სწრაფად და თანმიმდევრულად შესრულდეს.
Excel-ის ერთი ავტომატიზაციიდან მონაცემთა ბაზამდე, ინტეგრაციებამდე და მორგებულ ვებსისტემამდე — გადაწყვეტის ფორმას ვარჩევთ იმის მიხედვით, როგორ მუშაობს პროცესი და რა შედეგი სჭირდება ბიზნესს.
ვამცირებთ განმეორებით ხელით მოქმედებებს VBA მაკროებითა და ავტომატიზებული სამუშაო ფაილებით, რათა ყოველდღიური ოპერაციები უფრო სწრაფად და თანმიმდევრულად შესრულდეს.
ვაერთიანებთ სხვადასხვა წყაროს მონაცემებს მმართველობით და ოპერაციულ ანგარიშებში, რომ საჭირო ინფორმაცია ერთ გასაგებ ფორმატში იყოს.
SharePoint-ში შენახულ ფაილებსა და სიებს ვაკავშირებთ Excel და Power Query ანგარიშებთან, რათა გუნდმა იმუშაოს ერთიან და განახლებად მონაცემებზე.
ვქმნით ინტერაქტიულ მართვის პანელებს, სადაც ძირითადი მაჩვენებლები ერთ სივრცეში ჩანს და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის შეფასება მარტივდება.
ვაწყობთ სტრუქტურირებულ SQL მონაცემთა ბაზებს, როდესაც ბიზნეს პროცესს სჭირდება მონაცემების უფრო მოწესრიგებული შენახვა, დამუშავება და შემდგომი განვითარება.
ვაწყობთ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისებიდან ხელმისაწვდომი მონაცემების მიღებისა და შენახვის პროცესს ანგარიშგებისა და ანალიზისთვის.
ვაგროვებთ ინფორმაციას SQL ბაზებიდან და სხვა წყაროებიდან, ვასუფთავებთ და ვაერთიანებთ ერთ გარემოში, რათა შედარება, კონტროლი და ანგარიშგება გამარტივდეს.
ვქმნით კონკრეტულ სამუშაო პროცესზე მორგებულ შიდა ვებსისტემებს, როდესაც მზა პროგრამა ბიზნესის სპეციფიკურ ამოცანას სრულად ვერ პასუხობს.
ვეხმარებით კომპანიებს Odoo-ზე გადასვლის დაგეგმვაში, მონაცემების მომზადებაში, საჭირო მოდულების შერჩევასა და არსებული სისტემების დაკავშირებაში.
სწორი გადაწყვეტა ყოველთვის ყველაზე დიდი სისტემა არ არის. ზოგჯერ საკმარისია ერთი ავტომატიზებული ანგარიში; სხვა შემთხვევაში საჭიროა მონაცემთა ბაზა, ინტეგრაციები და სრულფასოვანი ვებპლატფორმა. მასშტაბი განისაზღვრება რეალური პროცესით.
განვიხილოთ თქვენი ამოცანა