Excel მაკროები და ავტომატიზაცია
ვამცირებთ განმეორებით ხელით მოქმედებებს VBA მაკროებითა და ავტომატიზებული სამუშაო ფაილებით, რათა ყოველდღიური ოპერაციები უფრო სწრაფად და თანმიმდევრულად შესრულდეს.
Annovia კომპანიებს ეხმარება სრული ფინანსური კონსალტინგით, ბუღალტერიისა და ფინანსური დირექტორის აუთსორსით, მმართველობითი ანგარიშგებით და მორგებული ციფრული გადაწყვეტილებებით. მიზანია ბიზნესს ჰქონდეს უფრო მკაფიო ფინანსური სურათი, გამართული პროცესები და ნაკლები ხელით სამუშაო.
აირჩიეთ კონკრეტული ტექნოლოგია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გასაგებია, რა ამოცანა უნდა გადაწყდეს. Annovia ქმნის როგორც მცირე ავტომატიზაციებსა და ანგარიშებს, ისე მონაცემთა ბაზებს, ინტეგრაციებსა და სრულ შიდა ვებსისტემებს.
ვამცირებთ განმეორებით ხელით მოქმედებებს VBA მაკროებითა და ავტომატიზებული სამუშაო ფაილებით, რათა ყოველდღიური ოპერაციები უფრო სწრაფად და თანმიმდევრულად შესრულდეს.
ვაერთიანებთ სხვადასხვა წყაროს მონაცემებს მმართველობით და ოპერაციულ ანგარიშებში, რომ საჭირო ინფორმაცია ერთ გასაგებ ფორმატში იყოს.
SharePoint-ში შენახულ ფაილებსა და სიებს ვაკავშირებთ Excel და Power Query ანგარიშებთან, რათა გუნდმა იმუშაოს ერთიან და განახლებად მონაცემებზე.
ვქმნით ინტერაქტიულ მართვის პანელებს, სადაც ძირითადი მაჩვენებლები ერთ სივრცეში ჩანს და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის შეფასება მარტივდება.
ვაწყობთ სტრუქტურირებულ SQL მონაცემთა ბაზებს, როდესაც ბიზნეს პროცესს სჭირდება მონაცემების უფრო მოწესრიგებული შენახვა, დამუშავება და შემდგომი განვითარება.
ვაწყობთ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისებიდან ხელმისაწვდომი მონაცემების მიღებისა და შენახვის პროცესს ანგარიშგებისა და ანალიზისთვის.
ვაგროვებთ ინფორმაციას SQL ბაზებიდან და სხვა წყაროებიდან, ვასუფთავებთ და ვაერთიანებთ ერთ გარემოში, რათა შედარება, კონტროლი და ანგარიშგება გამარტივდეს.
ვქმნით კონკრეტულ სამუშაო პროცესზე მორგებულ შიდა ვებსისტემებს, როდესაც მზა პროგრამა ბიზნესის სპეციფიკურ ამოცანას სრულად ვერ პასუხობს.
ვეხმარებით კომპანიებს Odoo-ზე გადასვლის დაგეგმვაში, მონაცემების მომზადებაში, საჭირო მოდულების შერჩევასა და არსებული სისტემების დაკავშირებაში.
Annovia კომპანიებს სთავაზობს ფინანსური ფუნქციის სრულ მხარდაჭერას — ყოველდღიური ბუღალტერიიდან და მმართველობითი ანგარიშგებიდან ფინანსური დირექტორის აუთსორსამდე, საჭიროების მიხედვით. ფინანსურ პროცესებს ვაკავშირებთ ავტომატიზაციასთან, მონაცემებთან და ციფრულ ინსტრუმენტებთან, რათა ინფორმაცია იყოს დროული, გასაგები და მართვადი.
განვიხილოთ თქვენი ფინანსური საჭიროება →საბუღალტრო პროცესების მოწესრიგებული და უწყვეტი წარმოება შეთანხმებული მოცულობით.
მენეჯმენტისთვის რეგულარული ფინანსური სურათი და გადაწყვეტილებებისთვის საჭირო ანალიზი.
ბიუჯეტირების, ფულადი ნაკადებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების უკეთესი კონტროლი CFO მხარდაჭერის ფარგლებში.
ფინანსური და საოპერაციო მონაცემების ერთიან ანგარიშგებაში მოქცევა.
განმეორებითი Excel სამუშაოს, მონაცემთა შეგროვებისა და ანგარიშების მომზადების ავტომატიზაცია, სადაც ეს პრაქტიკულად გამართლებულია.
ჯერ ვიგებთ, როგორ მუშაობს პროცესი დღეს, სად იკარგება დრო და რა შედეგია საჭირო.
ყველა ამოცანას დიდი პლატფორმა არ სჭირდება; ზოგჯერ ერთი კარგი ანგარიში ან ავტომატიზაცია საკმარისია.
ფაილებსა და სისტემებს ვაკავშირებთ იქ, სადაც ეს ანგარიშგებას, შედარებას ან კონტროლს ამარტივებს.
საჭიროების მიხედვით ვასწორებთ, ვაფართოებთ და ვავითარებთ უკვე დანერგილ გადაწყვეტას.
ვიწყებთ არსებული პროცესით და სასურველი შედეგით, შემდეგ ვარჩევთ შესაბამის ფორმასა და მასშტაბს.
ვიკვლევთ არსებულ პროცესს, სირთულეს და სასურველ შედეგს.
ვადგენთ, საჭიროა ანგარიში, ავტომატიზაცია, ინტეგრაცია, მცირე ინსტრუმენტი თუ სრული სისტემა.
ვქმნით პრაქტიკულ გადაწყვეტას, რომელიც კონკრეტულ სამუშაო პროცესს ერგება.
გადაწყვეტას რეალურ მონაცემებსა და სამუშაო გარემოში ვამოწმებთ.
საჭიროების მიხედვით ვაუმჯობესებთ არსებულ გადაწყვეტას და ვამატებთ ახალ შესაძლებლობებს.
მოგვიყევით როგორ მუშაობს პროცესი დღეს, სად ჩნდება სირთულე და რა შედეგის მიღება გინდათ. ერთად განვსაზღვრავთ, რა მასშტაბის გადაწყვეტაა საჭირო.