როცა ფინანსური სურათი გვიან მზადდება
მენეჯმენტი გადაწყვეტილებას იღებს არასრული, დაგვიანებული ან ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებით.
Annovia ეხმარება კომპანიებს ფინანსური ფუნქციის გამართვაში — საბუღალტრო აღრიცხვიდან და მიმდინარე კონტროლიდან მმართველობით ანგარიშგებამდე და ფინანსური დირექტორის აუთსორსამდე. საჭიროების მიხედვით ფინანსურ პროცესებს ვაძლიერებთ ავტომატიზაციით, მონაცემთა ინტეგრაციითა და მორგებული ციფრული ინსტრუმენტებით.
მენეჯმენტი გადაწყვეტილებას იღებს არასრული, დაგვიანებული ან ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებით.
აღრიცხვა არსებობს, მაგრამ მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსური ხედვა და რეგულარული ანალიზი არ არის გამართული.
საჭიროა ფინანსური დაგეგმვა, კონტროლი და მენეჯერული ხედვა, მაგრამ სრულ განაკვეთზე შიდა ფინანსური დირექტორის პოზიცია არ არის ოპტიმალური.
ანგარიშები, შეჯერება და მონაცემების გაერთიანება ყოველდღიურად ან ყოველთვიურად მეორდება და ავტომატიზაციის შესაძლებლობა არსებობს.
ვაფასებთ ფინანსურ პროცესებს, ანგარიშგებასა და კონტროლის პრაქტიკას და ვეხმარებით კომპანიას ფინანსური მართვის უფრო მკაფიო მოდელის ჩამოყალიბებაში.
ვიღებთ საბუღალტრო აღრიცხვისა და მიმდინარე საბუღალტრო პროცესების მართვას შეთანხმებული პასუხისმგებლობებისა და სამუშაო მოდელის ფარგლებში.
ვერთვებით ფინანსური დირექტორის ფუნქციით და ვეხმარებით მენეჯმენტს დაგეგმვაში, ბიუჯეტირებაში, ფულადი ნაკადების დაგეგმვასა და კონტროლში, ანგარიშგებაში და ფინანსური გადაწყვეტილებების მომზადებაში.
ვქმნით პერიოდულ ფინანსურ სურათს, რომელიც აერთიანებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მაჩვენებლებს და მენეჯმენტს ეხმარება შედეგების შეფასებაში.
ვაანალიზებთ შემოსავლების, ხარჯების, მარჟის, ფულადი ნაკადებისა და სხვა შესაბამის მაჩვენებლებს იმ მოცულობით, რაც კონკრეტული ბიზნესის მართვას სჭირდება.
საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ პროცესებს ვაკავშირებთ Excel, Power BI, SQL, RS და საბანკო მონაცემებთან, რათა ანგარიშგება და კონტროლი ნაკლებ ხელით სამუშაოს მოითხოვდეს.
ერთჯერადი ფინანსური კონსულტაცია, კონკრეტული ფინანსური პროექტი, ბუღალტერიის აუთსორსი, CFO აუთსორსი ან მუდმივი ყოველთვიური მხარდაჭერა.
მოგვიყევით, როგორ მუშაობს თქვენი ფინანსური ფუნქცია დღეს და რა შედეგის მიღება გსურთ.